ლიეტუველების და ქართველების მეგობრობის საელჩო არის არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისიაა ლიეტუველებსა და ქართველებს შორის მეგობრული ხიდების აშენება.
ორგანიზაციის შექმნის იდეა გაუჩნდა ნიკო ამირგულაშვილს, 2019 წელს, ვილნიუსიდან თბილისში 2000 კილომეტრიანი ლაშქრობის შემდეგ, რომლის მიზანიც მეგობრობის სიმბოლური ხიდის აშენება იყო ლიეტუვასა და საქართველოს შორის.
ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია:
განათლება
- ორივე ერის კულტურის ცოდნის პოპულარიზაცია
- ორივე ერის ცნობიერების ამაღლება ერთმანეთის წარსულის, აწმყოს და მომავლის გეგმების შესახებ
- ორივე ერის დახმარება, რათა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე
საზოგადოება
- ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი ღონისძიებების / პროექტების ორგანიზება
- პროექტების / ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს
ბიზნესი
- ლიეტუვური და ქართული ბიზნესების ხელშეწყობა, რათა მოახდინონ ინტეგრირება, მუშაობა და კომუნიკაციის დამყარება როგორც ლიეტუვაში, ასევე საქართველოში
- ბიზნეს სამყაროს ახლანდელი / მომავალი წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ლიეტუვასა და საქართველოში ბიზნესის შექმნის შესახებ